თინა ქიტუაშვილი
დერმატოლოგიური დეპარტამენტი - დირექტორი სამეცნიერო-სასწავლო დარგში, დერმატო-ვენეროლოგი, ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის უნივერსიტეტის, დ. ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
სპეციალობა: დირექტორი სამეცნიერო-სასწავლო დარგში, დერმატო-ვენეროლოგი, ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის უნივერსიტეტის, დ. ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
სამეცნიერო ხარისხი: მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. დისერტაცია თემაზე: „ჩვეულებრივი ფერისმჭამელას კლინიკურ-იმუნოლოგიური თავისებურებანი და თერაპიული კორექცია“- 2003 წ.
აკადემიური ხარისხი: მედიცინის დოქტორი.
სამეცნიერო წოდება: ასოცირებული პროფესორი.
სამუშაო ადგილი/თანამდებობა:
შ.პ.ს. „კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი“-ს დირექტორი სამეცნიერო-სასწავლო დარგში
განათლება:
•1974-1980 წ.წ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი, წარჩინებით.
სამეცნიერო შრომა:
•94 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ბოლო 10 წლის განმავლობაში – 61.
•2 მეთოდური რეკომენდაცია.
•ერთი სახელმძღვანელო.
პროფესიული საზოგადოებების წევრობა
•თბილისის დერმატო-ვენეროლოგთა სამეცნიერო-პროფესიული საზოგადოება – დამფუძნებელი და გამგეობის წევრი – 2004 – 2006 წწ;
•საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაცია – GADV (Georgian Association of Dermatovenereologists) – დამფუძნებელი და გამგეობის წევრი;
•ევროპის დერმატოლოგიის და ვენეროლოგიის აკადემიის წევრი;
•სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების საწინააღმდეგო საერთაშორისო კავშირის ( IUSTI) წევრი;
•საერთაშორისო ტელედერმატოლოგთა ასოციაციის ნამდვილი წევრი (ISTED);
•საქართველოს იმუნოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი;
•საქართველოს ფლებოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი;
•ასოციაცია“ვენუს–ჯორჯია“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრი;
•საქართველოს მიკოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
კონფერენციები, ტრენინგები, სემინარები:
•მონაწილეობა მაქვს მიღებული 150-ზე მეტ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციაში, კონგრესებში, სიმპოზიუმებსა და ტრეინინგებში მსმენელის, მომხსენებლისა და ორგანიზატორის სტატუსით.