TRAINING

ჩვენს ქვეყანაში მოქმედი სარეზიდენტო პროგრამა, რომლის ავტორთა ჯგუფის წევრები კლინიკის აკადემიური პერსონალი და საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის წევრები არიან, შეესაბამება ევროპის მრავალ ქვეყანაში არსებულ შესაბამის პროგრამებს და ეს არის მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი პირველი დიპლომის შემდგომი განათლების პროგრამა დერმატო-ვენეროლოგიაში პოსტსაბჭოთა სივრცეში. აღნიშნული საშუალებას გვაძლევს რეზიდენტებს და სპეციალობის მაძიებლებს მივცეთ ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რასაც ითვალისწინებს თანამედროვე დერმატო-ვენეროლოგია, კერძოდ, დერმატო-ქირურგიაში, დერმატო-ონკოლოგიაში, დერმატო-კოსმეტოლოგიაში, ესთეტიკურ მედიცინასა და სხვ.
ცენტრს აქვს რესურსი წარმატებული რეზიდენტები და სპეციალობის მაძიებლები მიავლინოს საზღვარგარეთის პარტნიორ კლინიკებში სხვადასხვა მოდულის გავლისათვის. ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს ჩვენს მიერ აღზრდილი ახალგაზრდა დერმატო-ვენეროლოგები ტოლსწორად გრძნობდნენ თავს სხვა ქვეყნის კოლეგებთან.
რეზიდენტურის 3 წლიანი პროგრამის გავლის პერიოდში, გარდა თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღებისა, სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში, როგორც მსმენელის, ასევე მომხსენებლის სტატუსით.
კლინიკის ბაზაზე აღზრდილი ახალგაზრდა სპეციალისტები 3 წლიანი პროგრამის შემდეგ წარმატებით და სამაგალითოდ აბარებენ სასერტიფიკაციო გამოცდას.
ამჟამად კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის ბაზაზე რეზიდენტურის პროგრამას გადიან შემდეგი უნივერსიტეტებისა და კლინიკების რეზიდენტები:

1.ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)
2.კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი
3.პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
4.წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო