ახალშობილის გამონაყარი – ნორმა თუ პრობლემა?

ბევრ ახალშობილს ცხოვრების პირველ კვირებში უჩნდება სხვადასხვა ტიპის გამონაყარი. უმეტეს შემთხვევაში ეს ნორმალური და დროებითი მოვლენაა, რომელიც სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებს.

როდის არის ნორმა?

  • პატარა წითელი ან თეთრი წერტილები სახეზე;
  • მსუბუქი სიწითლე ლოყებზე ან ტანზე;
  • გამონაყარი, რომელიც ბავშვს არ აწუხებს (არ აქვს ქავილი/ტირილი).

როდის არის საჭირო ექიმის კონსულტაცია?

  • გამონაყარი ვრცელდება სწრაფად;
  • ჩნდება ჩირქოვანი ელემენტები ან ბუშტუკები;
  • ბავშვს აწუხებს (ტირილი, ქავილი, ძილის დარღვევა);
  • აღინიშნება სიცხე ან სხვა სიმპტომები.

უმეტეს შემთხვევაში ახალშობილის გამონაყარი უსაფრთხოა, თუმცა ეჭვის შემთხვევაში ყოველთვის სჯობს სპეციალისტთან კონსულტაცია.

დაჯავშნის ფორმა დროებით მიუწვდომელია. ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე:

032 2 95 77 44

დაჯავშნის ფორმა

ვიზიტის დაჯავშნა