ჩვენს შესახებ

  1. მთავარი
  2. ჩვენს შესახებ

კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრი წარმოადგენს საქართველოში დერმატო-ვენეროლოგიური და კოსმეტოლოგიური სამსახურის უძველეს და ძირითად კერას როგორც პაციენტთა მომსახურების თვალსაზრისით, ასევე სასწავლო და სამეცნიერო მოღვაწეობით. იგი თანაშრომლობს და აერთიანებს ამიერკავკასიის რეგიონში არსებულ პროფილურ წამყვან დაწესებულებებს.

ჩვენი კლინიკის მთავარი სიამაყეა პაციენტთა მაღალი გამოჯანმრთელების მაჩვენებელი და ნდობა

გიორგი გალდავა

პროფესორი, კლინიკა “კანვენი“-ს დამფუძნებელი

უდიდესი პატივია იმის აღნიშვნა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა სამედიცინო კლინიკებსა და კვლევით ცენტრებს შორის ჩვენი დაწესებულება იმ იშვიათთაგანია, რომელმაც, მიუხედავად ქვეყანაში გატარებული მრავალი რეფორმისა, მაინც შეინარჩუნა დარგის ლიდერის სტატუსი. მარტო ის რად ღირს, რომ 2026 წელს ჩვენ დაარსების 91 წლის იუბილეს აღვნიშნავთ და გვსურს, ამ თარიღს კიდევ უფრო წარმატებულნი და განვითარებულნი შევხვდეთ. ეს არც ისე ცოტა დროა დამკვიდრების, პროფესიული იდეების განხორციელებისა და ტრადიციების შექმნისათვის, მაგრამ არც ისე ბევრია, რომ ავტორიტეტი და ლიდერის სტატუსი მოიპოვო.

ჩვენი კლინიკის მთავარი სიამაყეა პაციენტთა მაღალი გამოჯანმრთელების მაჩვენებელი და ნდობა, რაც ყოველწლიურად მზარდ მომართვიანობაში გამოიხატება. მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალთა ერთგული გუნდის ძალისხმევით, ჩვენ ვაგრძელებთ მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას და თქვენი ჯანმრთელობის დაცვას.

კლინიკა გთავაზობთ სრულ სპექტრს დერმატოლოგიური, დერმატო-კოსმეტოლოგიური, დერმატო-ქირურგიული და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით – ერთ სივრცეში, თანამედროვე აპარატურითა დასაერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად. თქვენ მოგემსახურებათ მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდი, რომელსაც განათლება მიღებული აქვს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო წამყვან კლინიკებში.

ჩვენ ასევე ვამაყობთ, რომ ვართ ერთ-ერთი წამყვანი სასწავლო და სამეცნიერო ცენტრი საქართველოში, სადაც იზრდება მომავალი თაობა და ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევები.

დაჯავშნის ფორმა დროებით მიუწვდომელია. ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე:

032 2 95 77 44

დაჯავშნის ფორმა

ვიზიტის დაჯავშნა