მანანა სულაბერიძე
დერმატოლოგიური დეპარტამენტი - დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი
ექიმი დერმატოლოგი 35 წლიანი პრაქტიკული საექიმო გამოცდილებით.
მანანა სულაბერიძეს გავლილი აქვს ასპირანტურის კურსი თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის დერმატო-ვენეროლოგიის კათედრაზე.
1980-88 წლებში მუშაობდა აკადემიკოს ე.ფიფიას სახელობის რკინიგზის საავადმყოფოს ქალთა კანისა და ვენ. სნეულებათა განყოფილების ექიმად.
1988-დან 2000 წლამდე მუშაობდა ამავე განყოფილების ხელმძღვანელად.
2000-დან 2006 წლამდე იყო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის დერმატო-ვენეროლოგიის კათედრის დოცენტი.
2006-დან 2011 წლამდე მუშაობდა პ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის დერმატო-ვენეროლოგიის კათედრის ასოცირებულ პროფესორად. ამავე წლებში მუშაობდა თბილისის კანისა და ვენსნეულებათა კლინიკური დისპანსერის ექიმ დერმატო-ვენეროლოგად.
2011 წლიდან დღემდე მუშაობს შპს „კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის“ დერმატოლოგიური დეპარტამენტის ექიმ დერმატო-ვენეროლოგად. დღეს იგი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის კანისა და ვენ. სნეულებათა კათედრის მოწვეული პედაგოგი