საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქართველოს დერმატოლო-ვენეროლოგებისთვის!

ძვირფასო კოლეგებო!

მოგეხსენებათ, რომ ა.წ 19-21 ოქტომბერს ტარდება ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი IV საერთაშორისო კონფერენცია დერმატო-პათოლოგიაში, დერმატო-ქირურგიაში, დერმატო-ონკოლოგიასა და ფოტო-დერმატოლოგიაში

კონფერენციის ორგანიზატორები არიან :

  • შპს „ კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი“;
  • ა(ა)იპ „ საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაცია;
  • ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის კათედრა;
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან დარგის აღიარებული ლიდერები, რომლებიც ჩაატარებენ ლექციებს და სემინარებს.

კონფერენციაზე დასწრება უფასოა.

გთხოვთ ა.წ 10 ოქტომბრამდე დაადასტუროთ თქვენი კონფერენციაზე დასწრებისა და მონაწილეობის სურვილი, რაც გამოიხატება თანდართული სარეგისტრაციო ფორმის შევსებაში, რომელსაც გადმოაგზავნით ელ.ფოსტაზე : gadv.ge@gmail.com

ფაილის გადმოწერა შესაძლებელია მისამართიდან : https://wetransfer.com/…/5c195004b4ba28c528fdcc29f43…/93a8e7

!!! წინასწარი რეგისტრაციის გარეშე კონფერენციაზე მონაწილეები არ დაიშვებიან!!!
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ : 599-72-64-44 ( ნანა ჩხიკვიშვილი)

დაჯავშნის ფორმა დროებით მიუწვდომელია. ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე:

032 2 95 77 44

დაჯავშნის ფორმა

ვიზიტის დაჯავშნა