ვენეროლოგია

  1. მთავარი
  2. ვენეროლოგია

ვენეროლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის და მკურნალობს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს (სგგდ). აღნიშნული ინფექციები გადაეცემა უმეტესად დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს და შეიძლება გამოიწვიოს როგორც ადგილობრივი, ისე სისტემური გართულებები, თუ დროულად არ მოხდება მათი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

სქესობრივი გზით გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა

კონსულტაცია და ინდივიდუალური შეფასება

პრევენციული ღონისძიებები და განათლება

პარტნიორების სკრინინგი და საჭირო რეკომენდაციები

ეფექტური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობა

ლაბორატორიული დიაგნოსტიკა თანამედროვე მეთოდებით

ვენეროლოგის კონსულტაცია რეკომენდებულია როგორც სიმპტომების არსებობისას, ასევე პრევენციის მიზნით. გავრცელებული ნიშნებია: გამონადენი, ქავილი, წვა, ტკივილი შარდვისას, გამონაყარი ან წყლულები სასქესო ორგანოების არეში. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს,რომ ზოგიერთი სგგდ შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, რაც ზრდის გართულებებისა და ინფექციის გავრცელების რისკს.

ჩვენთვის პრიორიტეტულია პაციენტის კონფიდენციალურობა, კომფორტი და უსაფრთხოება. თითოეული შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად, მკურნალობის გეგმა კი მორგებულია პაციენტის საჭიროებებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

დროული მიმართვა ვენეროლოგთან მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების განვითარების რისკს და ხელს უწყობს სრულფასოვან გამოჯანმრთელებას. თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი პასუხისმგებლობაა.

რეგისტრაციის ანონიმურობა

პაციენტთა სრული კონფიდენციალობის უზრუნველყოფა

ფსიქოლოგიური პრე – და პოსტანალიზური კონსულტირება

დაჯავშნის ფორმა დროებით მიუწვდომელია. ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე:

032 2 95 77 44

დაჯავშნის ფორმა

ვიზიტის დაჯავშნა